"მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის კანანტინში ცხოვრების შემდეგ, დედამიწა უფრო ჯანსაღი და სუფთა ხდება" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის კანანტინში ცხოვრების შემდეგ, დედამიწა უფრო ჯანსაღი და სუფთა ხდება"

"ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევრის მკაცრ კანანტინში ცხოვრების შემდეგ, დედამიწა უფრო ჯანსაღი და სუფთა ხდება. ბოსტონიდან ვაშინგტონამდე ჰაერი ყველაზე სუფთაა მას შემდეგ რაც ნასას თანამგზავრმა 2005 წლიდან აზოტის დიოქსიდის გაზომვა დაიწყო. გასულ 5 წელთან შედარებით, მარტში ჰაერის დაბინძურება პარიზში 46%-ით, სიდნეიში 29%-ით, რომში 40%-ით, ლოს ანჟელესში 26%-ით, რიო დე ჟანეიროში 9%-ითაა შემცირებული.

შედარებით სუფთა ჰაერი დაფიქსირდა ჩინეთსა და ინდოეთში. გამოცემის ინფორმაციით, სამ აპრილს ინდოეთის პუნჯაბის რეგიონიდან 100 მილის მოშორებით მყოფი ჰიმალაის მთების მწვერვალები გამოჩნდა, რაც ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა.

ცნობისთვის, 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. მედიის ინფორმაციით, დღევანდელ დღეს კაცობრიობა ბევრად ჯანსაღი პლანეტით ხვდება, ვიდრე გასულ წლებში.

"ინტერპრესნიუსი"