რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დაფიქსირებულ პაციენტთა რაოდენობა 68622-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში რუსეთში კორონავირუსით 60 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 615-ს მიაღწია.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსისგან ამ დროისთვის 5568 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 62439-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"