იტალიაში კორონავირუსით 150 ექიმია დაღუპული - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსით 150 ექიმია დაღუპული

იტალიაში, პანდემიის გავრცელების დღიდან, კორონავირუსისგან სულ მცირე 150 ექიმია დაღუპული, -ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების 10 პროცენტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან.

ცნობისათვის, იტალიაში კორონავირუსის 192 994 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 25 969 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 60 498-ია.