"არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა... მაღალი სიცხე მაქვს" - რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა... მაღალი სიცხე მაქვს" - რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონოდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას "ინტეფაქსი" ავრცელებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.

"არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს", - აღნიშნა კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემასთან საუბარში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 75000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 681 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"