ბელარუსში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა - კვირის პალიტრა

ბელარუსში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა

ბელარუსში, შშმ ბავშვთა სახლში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, მინსკში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენ პირს დაუდგინდა ვირუსი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსზე დადებითი მაჩვენებელი სახლში ერთ-ერთი დასაქმებულის ტესტმა აჩვენა, ხოლო მოგვიანებით, ტესტირება ყველა თანამშრომელსა და იქ მცხოვრებ ბავშვსაც ჩაუტარდა.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და ის რეალურად "ფსიქოზია". ამასთან, პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ "სუფთად კორონავირუსით" ბელარუსში არავინ გარდაიცვლება.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 8700-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"