"ორმხრივი პნევმონია" - კორონავირუსი რუსეთის სახელმწიფო დუმის კიდევ ერთ დეპუტატს დაუდგინდა - კვირის პალიტრა

"ორმხრივი პნევმონია" - კორონავირუსი რუსეთის სახელმწიფო დუმის კიდევ ერთ დეპუტატს დაუდგინდა

რუსეთის დუმის კიდევ ერთ დეპუტატს, დმიტრი ნოვიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

"დიახ, კორონავირუსი დამიდასტურდა. მკურნალობის კურსს გავდივარ. აღმენიშნება ორმხრივი პნევმონია. ძალიან მაღალი ტემპერატურა არ მაქვს", - აღნიშნა ნოვიკოვმა სააგენტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის კიდევ ერთი დეპუტატი, ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"