რუსეთის ჯარში კორონავირუსის 900-მდე შემთხვევაა დადასტურებული - კვირის პალიტრა

რუსეთის ჯარში კორონავირუსის 900-მდე შემთხვევაა დადასტურებული

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსის 900-მდე შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყდნობით იუწყება.

"მარტიდან 26 აპრილამდე პერიოდში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ჩატარებულმა ტესტირებამ 874 დადებითი შედეგი აჩვენა,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ოთხი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ერთ-ერთი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დასაქმებულ 245 სამოქალაქო პირსა და ქვეყნის სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტს.

შეგახსენებთ, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 81 000-ს მიაღწია, გარდაცვლილია 747 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"