"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს" - კვირის პალიტრა

"კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს"

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მუნ ჩან ინმა, "სიენენს" განუცხადა.

"ჩვენი მთავრობის პოზიცია მტკიცეა. კიმ ჩენ ინი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. ის 13 აპრილიდან ვონსანში იმყოფება,"- განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

"ინტერპრესნიუსი"