მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა. მისი თქმით, უახლოეს თვეებში მომზადდება ამისთვის საჭირო დოკუმენტები.

ობამა საპრეზიდენტო კამპანიის შტაბბინას ჩიკაგოში განათავსებს და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის პოსტზე თავისი ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილეს ჯიმ მესინას დანიშვნას აპირებს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ობამას კვლავ გასაპრეზიდენტებლად დემოკრატების კანდიდატის სასარგებლოდ მთავარი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის დაცვის საკამათო რეფორმა, ერაყიდან ამერიკის ჯარის გამოყვანა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისიის გაგრძელება, აგრეთვე ობამას ადმინისტრაციის ქმედება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს.

ექსპერტების აზრით, რესპუბლიკელთა ერთ-ერთი მთავარი კონტრარგუმენტი იქნება უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე (9,4%), რაც 2012 წლამდე ვერ შემცირდება. რესპუბლიკელები პრეზიდენტ ობამას სახელმწიფო ფულის მეტისმეტ ხარჯვაშიც ადანაშაულებენ.

ბარაქ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი ორი წლის წინ გახდა. ამ დღეებში მან კონგრესს უნდა გაუგზავნოს მიმართვა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გაირკვევა, რომელ პუნქტებს დაეყრდნობა ობამა თავისი საარჩევნო კამპანიის დროს.

KvirisPalitra.Geიტალიის სხვადასხვა ასაკის ათასობით ქალი მონაწილეობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში "ბასტა".

ქალებს აღაშფოთებთ ბერლუსკონის აღვირახსნილობა, უზნეობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. მას ბრალს სდებენ მცირეწლოვანი გოგონების ცდუნებაში.

ბერლუსკონის საქციელით აღშფოთებულია ვატიკანიც.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები პოლონეთში განიხილავენ სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხებს. მათ შორის არის სმოლენსკის კატასტროფის (რომელსაც შეეწირა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და სამთავრობო მრავალრიცხოვან დელეგატთა სიცოცხლე) გამოძიების საკითხი.

პოლონეთის გენპროკურატურის პრესმდივნის მათეუშ მარინიუკის განცხადებით, 2010 წლის ივლისში პოლონეთის მხარემ აშშ-ს სთხოვა სამართლებრივი დახმარება სმოლენსკის კატასტროფის გამოძიებაში.

გაზეთ the wall strret journal-ის ინფორმაციით, პოლონელი გამომძიებლები რუს ავიადისპეტჩერებს ადანაშაულებენ - მათ დროულად არ მიიღეს ზომები, როცა შეამჩნიეს, რომ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კურსს გადაუხვია და დედამიწაზე დაჯდომას შეეცადა.

პოლონეთს მიაჩნია, რომ მოსკოვის ზეგავლენით, რუსმა ავიადისპეტჩერებმა ცუდი ხილვადობის პირობებში თვითმფრინავს დაჯდომის ნება დართეს.

KvirisPalitra.Geეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში გამართულ არაბეთის ეკონომიკურ სამიტზე ფართო გამოხმაურება პოვა ტუნისში არეულობისა და პრეზიდენტის დამხობის თემამ. "ტუნისის რევოლუცია ჩვენგან შორს არ არის. გვაშფოთებს არაბების წინაშე მდგარი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ერთად უნდა ვიფიქროთ აქედან გამოსვლის გზებზე," - განაცხადა არაბულ სახელმწიფოთა ლიგის ხელმძღვანელმა ამირ მუსამ.