რუსეთის პატრიარქი სასულიერო პირებს, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოთი ემუქრება - კვირის პალიტრა

რუსეთის პატრიარქი სასულიერო პირებს, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოთი ემუქრება

რუსეთის პატრიარქი კირილი სასულიერო პირებს აფრთხილებს, რომ თუ კორონავირუსის გამო დადგენილ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარდგომა. შესაბამისი განცხადება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამასთან, პატრიარქის ბრძანების შესაბამისად, მოსკოვის ეპარქიის ეკლესიებსა და მონასტრების ხელმძღვანელებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ზომების უზრუნველსაყოფად.

სასულიერო პირების მიერ, ბრძანების უგულვებელყოფის შემთხვევაში, მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ან მათ მოუწევთ ეკლესიის სასამართლოს წინაშე წარსდგომა.

ცნობისთვის, პატრიარმა კირილმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულებზე მოუწოდა ეკლესიებში მისვლისგან თავი შეეკავებინათ და სახლიდან ელოცათ. ამასთან, აკრძალვა ეკლესიებში სიარულზე, რომელიც სააღდგომოდ დაწესდა, ჯერ კიდევ ძალაშია.

"ინტერპრესნიუსი"