რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ირანს გადაასწრო - კვირის პალიტრა

რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ირანს გადაასწრო

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 93 558 შეადგინა. ამ მონაცემით, რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ირანის მონაცემებსაც გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 73 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 867 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელებულია 8 456 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"