სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: "ქვეყანა ვეღარ შეძლებს კორონავირუსის ყველა შემთხვევის მკურნალობას" - კვირის პალიტრა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: "ქვეყანა ვეღარ შეძლებს კორონავირუსის ყველა შემთხვევის მკურნალობას"

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებით, ქვეყანამ, შესაძლოა, ვეღარ უმკურნალოს ინფიცირებულებს, რომელთაც კორონავირუსის სუსტი სიმპტომები ექნებათ. ამის შესახებ მან რადიო "თავისუფლების" სომხურ ბიუროს განუცხადა. მისი თქმით, შესაძლოა სომხეთმა სხვა ქვეყნების მაგალითს მიბაძოს და შეაჩეროს მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.

"რა თქმა უნდა, ეს მეთოდი შეიცავს რისკებს, რადგან ასეთი პაციენტების ახლობლებლებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, მაგრამ შეუძლებელია ყველას ჰოსპიტალიზაცია. დიდი ალბათობით, კლინიკებში მოვათავსებთ გართულებულ შემთხვევებს... ვირუსმა ფართოდ დაიწყო გავრცელება, ვცდილობთ ყველაფერს, რათა მოსახლეობა დავიცვათ, მაგრამ სამწუხაროდ, შემთხვევათა რაოდენობის ზრდა განპირობებულია რეგიონალური და შიდა გზების გახსნასთან, ასევე ზოგიერთი ბიზნეს სუბიექტის გახსნასთან", - განაცხადა არსენ ტოროსიანმა. (წყარო)

ცნობისთვის, სომხეთში საერთო ჯამში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1867 შეადგინა. ვირუსს ქვეყანაში 30 ადამიანი ემსხვერპლა.