"ნეტა, განგაშის ზარი თავიდანვე ამეტეხა, ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია" - კვირის პალიტრა

"ნეტა, განგაშის ზარი თავიდანვე ამეტეხა, ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია"

ნეტა, განგაშის ზარი ადრე ამეტეხა, - ამის შესახებ ნიუ - იორკის მერმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკულ მედიასთან განაცხადა.

"როცა გავიგეთ, რომ ჩინეთში ვირუსი იყო და ჩინეთმა თავდაპირველად თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, უნდა გვენერვიულა. ნეტა ვინმეს მაშინ განგაშის ზარი აეტეხა და თუ ასეთი არავინ ყო, ნეტავ ეს მე ვყოფილიყავი დეკემბერში ან იანვარში... ახლა თავს უკეთესად ვიგრძნობდი და ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია",-განაცხადა ენდრიუ ქუომომ.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში ბოლო მონაცემებით, კორონავიურსის 290 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 23000-ს უახლოვდება.

"ინტერპრესნიუსი"