რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 99 399-ს მიაღწია - კვირის პალიტრა

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 99 399-ს მიაღწია

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 841-ით გაიზარდა და მთლიანობაში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 99 399-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 105 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 972 შეადგინა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსისგან 10 200-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.

"ინტერპრესნიუსი"