ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწონების რეიტინგი აპრილში 59%-მდე შემცირდა, რაც წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლები, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, "ლევადა-ცენტრი" განმარტავს, რომ პუტინის მოწონების რეიტინგის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოკითხვის მეთოდის ცვლილებამაც განაპირობა, რომელიც ამჯერად ტელეფონის საშუალებით ჩატარდა.

თუმცა, ცენტრის დირექტორის მოადგილის, დენის ვოლკოვის განცხადებით, ცდომილება 1-2 პროცენზე მეტი არ იქნება. მისივე თქმით, ამ ცდომილების გათვალისწინებით, პუტინის რეიტინგი 61%-ს არ ცდება, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"ინტერპრესნიუსი"