რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გადაასწრო - კვირის პალიტრა

რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გადაასწრო

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 11 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 117 160-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში ვისურით 88 ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1625 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მონაცემებში, რომელიც კორონავირუსის შემთხვევებით, ქვეყნების რეიტინგს განსაზღვრავს, რუსეთმა საფრანგეთსა და გერმანიას გადაასწრო და აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის და ბრიტანეთის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს.

"ინტერპრესნიუსი"