მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.

"ინტერპრესნიუსი"