"ჯერ არ დაბადებულა ის, ვინც მე ყელს გამომჭრის" - ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში ფაშინიანის თანდასწრებით - კვირის პალიტრა

"ჯერ არ დაბადებულა ის, ვინც მე ყელს გამომჭრის" - ხელჩართული ჩხუბი სომხეთის პარლამენტში ფაშინიანის თანდასწრებით

სომხეთის პარლამენტში დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციური პარტიის "ნათელი მომავლის" თავმჯდომარის ედმონ მარუკიანის გამოსვლას მოჰყვა. გამოსვლაში პოლიტიკოსმა კოლეგა დეპუტატებს მიმართა, ოპოზიციონერმა პოლემიკა გამართა მმართველის ფრაქცია "ჩემი ნაბიჯის" წევრს სასუნ მიკაელიანთან რა დროსაც მიკაელიანს ტრიბუნიდან "ბიძია" დაუძახა. მიკაელიანი მარუკიანს დაემუქრა, ოპოზიციონერმა კი უპასუხა: "ჯერ არ დაბადებულა ის, ვინც მე ყელს გამომჭრის".

ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის წევრები ფეხზე წამოდგნენ ორი პოლიტიკოსი კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა - მმართველი ფრაქციის წევრმა მიკაელიანმა ოპოზიციონერ მარუკიანს ხელი დაარტყა.

თავიდან სხვა დეპუტატები ორი პოლიტიკოსის გაშველებას ცდილობდნენ, თუმცა ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში სხვებიც ჩაერთო.

დაპირისპირების გამო პარლამენტის სპიკერი არარატ მირზოიანი იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა. ჩხუბის მომენტში პარლამენტში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. (წყარო)