ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს 9 მაისს ულოცავს - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს 9 მაისს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს 9 მაისს ულოცავს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პუტინის მილოცვა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებსაც გაუგზავნა. რუსეთის პრეზიდენტი წერილში ხაზს უსვამს იმ გმირების სიმამაცეს, რომლებმაც ფრონტის ხაზზე ბრძოლით და ზურგში საკუთარი შრომით შეძლეს გამარჯვების მოპოვება ნაციზმის წინააღმდეგ.

ვლადიმერ პუტინთან ერთად, მისალოცი წერილი დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმაც გაუგზავნა.

"ინტერპრესნიუსი"