"ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა მოვლენის ჩატარებისთვის, ნუ განგვსჯით" - კვირის პალიტრა

"ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა მოვლენის ჩატარებისთვის, ნუ განგვსჯით"

მინსკში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავზე საზეიმო აღლუმი გაიმართა, სადაც სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო წარსდგა. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო აღლუმი არ გადაიდო.

"ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა მოვლენის ჩატარებისთვის, ნუ განგვსჯით, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გქონდა და რომც გვქონოდა, მაინც ასე მოვიქცეოდით",-აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, მას არ ჰქონდა უფლება დღესასწაული გადაედო. "იმიტომ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ჯარისკაცების, წამებული პარტიზანების თვალები შემოგვყურებენ. მათ სიცოცხლე სურდათ, მაგრამ ამ საშინელ ომში დაიღუპნენ. დაე, წელს მინსკში გამართული სამხედრო მარში, იყოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა კავშირში, მთელი საბჭოთა გამარჯვების სიმბოლო გახდეს",-დასძინა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, მოსკოვისგან განსხვავებით, მინსკმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიებები არ გადადო.

"ინტერპრესნიუსი"