მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოხცლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 50-ე საავადმყოფოს 6-სართულიანი შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განცხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს ერთ-ერთ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"