"რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. ხელისუფლების ქმედება კი იდიოტურად გამოიყურება" - კვირის პალიტრა

"რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. ხელისუფლების ქმედება კი იდიოტურად გამოიყურება"

როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კორექტივებს შეიტანს პანდემია მსოფლიო ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რა გავლენას იქონიებს უკრაინაში რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისა და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ რუს პოლიტოლოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ბორის  სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ვადიმ, კორონავირუსის გამო შეწუხებულია მთელი მსოფლიო. თავიდან რუსეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ აქცევდა პანდემიას, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეპიდოლოგიური თვალსაზრისით ვითარება რუსეთში სულ მეტად მძიმდება. თქვენი აზრით, ამ თვალსაზრისით ახლა რა ვითარებაა რუსეთში, რა გავლენა იქონია პანდემიამ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე?

- პანდემიამ პროვოცირება გაუკეთა რუსეთში ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, რომლის შედეგები მას შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი იქნება, როცა ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლას დაიწყებს.

პანდემიის პირობებში პოლიტიკური ცხოვრება გაყინული აღმოჩნდა. რაც შეეხება ხელისუფლების ეფექტურად მოქმედებას, შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის პირობებში რუსეთის ხელისუფლების მოქმედება ნაკლებად ეფექტურია. ზოგჯერ მათი ქმედება იდიოტურადაც კი გამოიყურება.

იდიოტობის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ იმას, რაც საგანგებო სიტუაციის პირველ დღეებში მოსკოვის მერმა სობიანინმა გააკეთა. ვგულისხმობ ე.წ. ელექტრონული საშვების დაშვებას, რამაც პროვოცირება გაუკეთა მოსკოვის მაღაზიებში ხალხის მოზღვავებას, რამაც დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

პრეზიდენტი პუტინი შეეცადა პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლიდან დისტანცირებული ყოფილიყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ მას საჯარო სივრცეში გამოჩენა მხოლოდ დადებითი და არა უარყოფითი ახალი ამბების გამოჩენისას უყვარს.

პრეზიდენტი პუტინი ცდილობს მთელი პასუხიმგებლობა გუბერნატორებზე, მერებსა და მთავრობაზე გადაიტანოს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ვერტიკალი ისე გამართულად ვერ მუშაობს, როგორც ეპიდემიის გავრცელებამდე.

საერთოდ გაუგებარია ეპიდემიის პირობებში როგორი კავშირია რეგიონულ ხელისუფლებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას ანუ მთავრობას შორის, ასევე როგორ თანამშრომლობს მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ასევე გაუგებარია რეგიონულ ხელისუფლებებს რა უფლებამოსილებები აქვთ საგანგებო ვითარებაში. თან მაშინ, როცა მათ პანდემიასთან საბრძოლველად არანაირი არც მატერიალური და არც ფინანსური რესურსები არ აქვთ და არც ეფექტურად მოქმედების საშუალება გააჩნიათ.

ამ თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად წარმატებით მოსკოვისა და პეტერბურგის ხელისუფლება მოქმედებს. ასეა იმის გამო, რომ რეგიონების უმრავლესობა დოტაციურია და არ აქვთ ფული.

ახლა პოლიტიკური ცხოვრება ჩამკვდარია, კრემლი იძულებული იყო გადაედო 22 აპრილისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი, რომელიც პუტინს შემდეგ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდა. ასევე გადაიდო 9 მაისს გამარჯვების აღლუმის ჩატარება.

საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებას მოუწევს ღრუბლების გაფანტვა რათა საჰაერო აღლუმი ჩატარდეს. ვფიქრობ, ახლა როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და უამრავი ხალხი საჭიროებს დახმარებას, ხელისუფლება არ უნდა ხარჯავდეს ფულს ღრუბლების გაფანტვასა და საჰაერო აღლუმის ჩატარებაზე.

- ეკონომიკურ პერსპექტივებზე საუბრისას დამკვირვებელთა უმრავლესობას კარგის მოლოდინი ნაკლებად აქვს, ვინაიდან ნავთობზე ფასები მოსალოდნელზე მეტად დაცემულია. მათი უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთს საკმაოზე მეტად გაუჭირდება...

- დიახ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით რუსეთს ოქროსა და ვალუტის არსებული რეზერვები მხოლოდ 2 წელი ეყოფა.

რეალურად თუ რამდენ ხანს ეყოფა რეზერვები რუსეთს, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ახლა არავინ იცის როგორი ფასები იქნება ნავთობზე. თუ 1 ბარელი ნავთობის ფასი 20 აშშ დოლარი იქნა, ეს სხვაა, და თუ მისი ფასი 30 აშშ დოლარი იქნა, ეს კიდევ სულ სხვა. საქმე ისაა, რომ ახლა წარმოუდგენელია იმის პროგნოზი, უახლოესი ერთი ან ორი წელი რა ეღირება ბარელი ნავთობი.

ახლა გასაგებია, რომ ნავთობზე ფასი, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე დაბალი იქნება, მაგრამ შემდეგ იქნება თუ არა ზრდის დინამიკა და თუ იქნება, როგორი ზრდის დინამიკა იქნება, ჯერ ესეც გაუგებარია.

სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება როგორღაც იმოქმედებს საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსეთში ოპოზიცია მეტისმეტად შევიწროებულია, ამიტომ ძნელია იმაზე საუბარი თუ რამდენად შეძლებს იგი პანდემიის დასრულების შემდეგ გააქტიურებას კრიზისიდან გამოსვლის ფონზე.

მოგეხსენებათ, ახლა საგანგებო მდგომარეობაა და ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ითქვას, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას. დღევანდელი ცხოვრების მთელი დღის წესრიგი კორონავირუსს უკავშირდება და პანდემიასთან ბრძოლით ამოიწურება.

- პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა დიდ რეცესიაშია. თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივებს შეიტანს მსოფლიო ეკონომიკის რეცესია და წამყვანი ეკონომიკების სავარაუდო გადაფორმატირება მსოფლიო პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკაზე?

- არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაძლიერდება ჩინეთისადმი უნდობლობა, იმიტომ რომ უკვე ნათელია - უხანში პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ არათუ ინფორმაციის გარეშე ტოვებდა, მეტიც, კორონავირუსზე დეზინფორმაციას აწვდიდა.

ვფიქრობ, რომ გაძლიერდება ჩინეთისადმი უნდობლობა იმიტომ, რომ უკვე ნათელია - უხანში პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთი მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ არათუ ინფორმაციის გარეშე ტოვებდა, მეტიც, კორონავირუსზე დეზინფორმაციას აწვდიდა

საუბარი არაა იმაზე, ჩინეთში მართლა მოხდა თუ არა ვირუსის სპეციალურად შექმნა. საუბარია მსოფლიოს თანამეგობრობისაგან ვირუსის გავრცელების მასშტაბების დამალვაზე. ეპიდემიასთან დაკავშირებით ჩინელების სტატისტიკა რომ აშკარად ფალსიფიცირებულია, ფაქტია.

სხვადასხვა მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რამდენიმე მილიონს შეადგენს. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. ამბობენ, ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანი იყო დაინფიცირებული.

სხვათა შორის, იგივე ეხება რუსეთსაც. ვფიქრობ, რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. როგორც ჩანს, რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი სიმართლესთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვიც 3-ჯერ მეტია.

რუსეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ჯერ, შესაძლოა 20-ჯერაც კი მეტია, ვიდრე ცხადდება. იგივე ეხება დაინფიცირებულთა რაოდენობასაც. როგორც ჩანს, რუსეთში დაინფიცირებულთა რიცხვი, სიმართლესთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. მაგრამ, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დაინფიცირებულთა რიცხვიც 3 ჯერ მეტია

- ახლა ირკვევა, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ იანვარში დაუწყია მთელ მსოფლიოში სასუნთქი აპარატების შეძენა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე იანვარში იცოდნენ პანდემიის გავრცელებაზე, მაგრამ არ აცხადებდნენ...

- ჩემი აზრით, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელების შესახებ უკვე დეკემბერშიც კი იცოდა, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე არ გამოუცხადებია საკარანტინო ღონისძიებების შესახებ. როგორც ჩანს, კორონავირუსმა რუსეთშიც დეკემბერში შემოაღწია. იანვარში უკვე ადგილი ჰქონდა სიკვდილიანობის შემთხვევებსაც.

არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რამდენიმე მილიონი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ისინი მუდმივად მიგრირებენ ჩინეთსა და რუსეთს შორის. წარმოუდგენელია, რომ მათ არ შემოეტანათ ვირუსი იმაზე ადრე, ვიდრე მასზე ჰქონდა რეაქცია რუსეთის ხელისუფლებას.

არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რამდენიმე მილიონი ჩინეთის მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ისინი მუდმივად მიგრირებენ ჩინეთსა და რუსეთს შორის. წარმოუდგენელია, რომ მათ არ შემოეტანათ ვირუსი იმაზე ადრე, ვიდრე მასზე ჰქონდა რეაქცია რუსეთის ხელისუფლებას... გაგრძელება