ომანის ყურეში სამხედრო წვრთნებისას, ირანმა რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ომანის ყურეში სამხედრო წვრთნებისას, ირანმა რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვა - არის მსხვერპლი

ომანის ყურეში სამხედრო წვრთნებისას, ირანმა რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვა - არის მსხვერპლი

ომანის ყურეში, ირანის პორტ ჯასკის მახლობლად წვრთნების დროს სამხედრო გემიდან რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ხომალდი სახელად "კონარაკ" მთლიანად განადგურდა. ირანული მედიასაშუალებების განცხადებით, შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. თუმცა "ალ-ჯაზირას" განცხადებით, შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.