რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით ბრიტანეთს გადაასწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება - კვირის პალიტრა

რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით ბრიტანეთს გადაასწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 221 344-ს მიაღწია.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით 90-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2009 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი მონაცემებით, რუსეთმა მსოფლიო რეიტინგში დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და ამჯერად აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"