შეხვდა თუ არა პესკოვი პუტინს სანამ კორონავირუსს დაუდგენდნენ? - რას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი? - კვირის პალიტრა

შეხვდა თუ არა პესკოვი პუტინს სანამ კორონავირუსს დაუდგენდნენ? - რას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი?

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, აცხადებს, რომ ერთ თვეზე მეტია ვლადიმერ პუტინს არ შეხვედრია.

"ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც პირადად შევხვდით",-აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში.

მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ბოლო რამდენიმე კვირაა მოსკოვის მახლობლად მდებარე რეზიდენციიდან მუშაობს.

ცნობისთვის, კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ორ მინისტრს დაუდგინდა. ამ დროისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვით მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

"ინტერპრესნიუსი"