მოსკოვის მიერ გაგზავნილ სასუნთქ აპარატებს, რომლებმაც რუსეთის საავადმყოფოებში ხანძარი გამოიწვია, აშშ არ გამოიყენებს - კვირის პალიტრა

მოსკოვის მიერ გაგზავნილ სასუნთქ აპარატებს, რომლებმაც რუსეთის საავადმყოფოებში ხანძარი გამოიწვია, აშშ არ გამოიყენებს

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ გაგზავნილი სასუნთქი აპარატები, რომლებმაც რუსეთის ორ საავადმყოფოში ხანძარი გამოიწვია, მათ არ გამოუყენებიათ. აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული აპარატები საავადმყოფოებშიც არ გადაუგზავნიათ.

შეგახსენებთ, გუშინ სანკტ პეტერბურგის საავადმყოფოს რეანიმაციაში ხანძარი მოხდა, რომელსაც პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს მოსკოვის საავადმყოფოშიც. ორივე შემხვევაში ცეცხლის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა დასახელდა, რომელიც სასუნთქმა აპარატებმა გამოიწვია.

ABC NEWS -ის ცნობით, სამედიცინო დახმარება, რომელიც მოსკოვმა ვაშინგტონში გასულ თვეს გააგზავნა, მოიცავდა "ომის ტიპის გაზის ნიღბებს" და "სახლის საწმენდ ხელთათმანებს".

მათივე ინფორმაციით, ტვირთში ასევე იყო 45 სასუნთქი აპარატი, რომელთა გამოყენებაც ვერ მოხერხდა, ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

"ინტერპრესნიუსი"