"დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი რამეა" - რას წერს ტვიტერზე დონალდ ტრამპი? - კვირის პალიტრა

"დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი რამეა" - რას წერს ტვიტერზე დონალდ ტრამპი?

ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი ჯდება , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს.

როგორც ტრამპი აცხადებს, მსოფლიოს ჩინეთიდან დიდი ჭირი დაატყდა თავს.

"როგორც დიდი ხნის მანძილზე ვამბობდი, ჩინეთთან საქმის დაჭერა ძალიან ძვირი რამეა. ჩვენ ახლახანს დავდეთ დიდი სავაჭრო გარიგება, მელანი ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი და მსოფლიოს დაატყდა დიდი ჭირი ჩინეთიდან. 100 სავაჭრო გარიგებაც ვერ შეცვლის მდგომარეობას - დაიკარგა მრავალი უდანაშაულო სიცოცხლე", - წერს დონალდ ტრამპი.

"ინტერპრესნიუსი"