"ვირუსი ძალიან ძლიერია და მთავარია წამიც არ დავკარგოთ" - რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებული პუტინის პრესსპიკერი? - კვირის პალიტრა

"ვირუსი ძალიან ძლიერია და მთავარია წამიც არ დავკარგოთ" - რას ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებული პუტინის პრესსპიკერი?

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ორმხრივი პნევმონია აქვს, - ამის შესახებ პესკოვმა გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში თავად განაცხადა.

"ცალმხრივი პნევმონიის დროს შესაძლებელია შინ მკურნალობა, მაგრამ თუკი პნევმონია ორმხრივია, საავადმყოფოში დარჩენის გარდა სხვა გამოსავალი არ არის,"- აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, ვირუსი ძალიან ძლიერია და მთავარია, "წამიც არ დავკარგოთ."

"საბედნიეროდ, ექიმებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვირუსი გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია. "ზოგიერთ შემთხვევაში ის ფილტვების ტრომბოზსაც კი იწვევს," - დასძინა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, ის ე.წ. ვირუსების დამბლოკველ ბეიჯს ატარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ ის საზიანო იყო, მან ბეიჯის ტარება შეწყვიტა,

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"