სლოვენიამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა - კვირის პალიტრა

სლოვენიამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვურუსის დასრულება დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ქვეეყანაში კორონავიურით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა. შეზღუდვები მოიხსნა ევროკავშირიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის. კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეები სლოვენიაში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2 მილიონია, კორონავირუსის 1464 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 103 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"