სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 52 შეადგინა. ამასთან, ქვეყანაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტთა რაოდენობა, რომელთა გარდაცვალება სხვა დაავადებამ გამოიწვია 22-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, სომხეთში კორონავირუსისგან 1666 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 2300-ს აჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"