იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება - კვირის პალიტრა

იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება

იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში მოგზაურობის უფლება ექნება, ხოლო 3 ივნისიდან რეგიონიდან - რეგიონში და საზღვარგარეთ. ამასთან, გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნება შეზღუდვები კვლავ გაამკაცრონ, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის და შენგენის ზონის მოქალაქეებს შეეხება.

ცნობისთვის, იტალია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაზარალდა. ქვეყანაში ვირუსის 223885 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 31610 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"