რუსეთში,გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

რუსეთში,გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 9 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დრომდე ქვეყანაში, Covid-19 სულ 281 752 ადამიანს გამოუვლინდა.

რუსეთში ვირუსი ყველაზე მეტად დედაქალაქშია გავრცელებული. მოსკოვში ინფექცია ამ დრომდე 142 824 ადამიანს დაუდასტურდა. გარდა ამისა, რუსეთში ბოლო ერთ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 94 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 2 631-ს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან 4 207 ადამიანი განიკურნა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 67 000-ს აჭარბებს. რუსეთი დაინფიცირებულთა რიცხვით "ჯონს ჰოპკინსის" უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

"ინტერპრესნიუსი"