სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 4 472 შეადგინა.

ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 5 პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დრომდე 4-ს არ აჭარბებდა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში საავადმყოფოებიდან კიდევ 35 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 1 925 პაციენტი. ამჟამად მკურნალობა 2 463 ადამიანს უტარდება.

იხილეთ ასევე: რა უპასუხა ფაშინიანმა კითხვას, - რამ განაპირობა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები შვიდჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სომხეთში?