სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. კერძოდ, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4823-ს მიაღწია.

ამასთან, დროის ამავე პერიოდში, სომხეთში ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რიცხვმა 61 შეადგინა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით კი, ქვეყანაში საერთო ჯამში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალება არა კორონავირუსს, არამედ სხვა თანხმლებ დაავადებას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"