საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა

საფრანგეთში, მას შემდეგ რაც სწავლა აღდგა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 70 მოსწავლეს დაუდგინდა. ინფორმაციას Radio France International-ი ქვეყნებს. ვირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში დღეიდან რამდენიმე სკოლა კვლავ დაიხურა.

რადიოსთან ინტერვიუში ფაქტი დაადასტურა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, სკოლების ხელახლა დახურვა ნიშნავს, რომ "მთავრობა მკაცრად რეაგირებს". მისივე თქმით, "სკოლაში არ წასვლა უფრო ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს".

ცნობისთვის, 11 მაისს საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ნაწილი ხელახლა გაიხსნა. დაახლოებით 1,4 მილიონი ბავშვი ქვეყნის მასშტაბით ბაღებსა და სკოლებში დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"