"კორონავირუსი სამხრეთისკენ მიიწევს, სადაც მისი ზემოქმედება ბევრად გამანადგურებელი იქნება" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსი სამხრეთისკენ მიიწევს, სადაც მისი ზემოქმედება ბევრად გამანადგურებელი იქნება"

ჩვენი პლანეტა მცირე ერთობის გამო, მძიმე ფასს იხდის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ჯანმო-ს ვირტუალური ასამბლეის დროს განაცხადა.

"ჩვენ გარკვეული სოლიდარობა ვიხილეთ, თუმცა ძალიან მცირე ერთობა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დროს. ამისთვის მსოფლიო მძიმე ფასს იხდის",-აღნიშნა გუტიერესმა.

მისივე თქმით, ბევრმა ქვეყანამ უგულვებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რის გამოც "ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და ახლა სამხრეთისკენ მიიწევს, სადაც მისი ზემოქმედება ბევრად გამანადგურებელი იქნება".

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის 4,8 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 317 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"