ტრამპი: "კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყოველ დღე თითო აბ "ჰიდროქსიქლოროქინს" ვსვამ" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყოველ დღე თითო აბ "ჰიდროქსიქლოროქინს" ვსვამ"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით კვირა-ნახევრის წინ ყოველ დღე თითო აბი "ჰიდროქსიქლოროქინის" მიღება დაიწყო.

"ჰიდროქსიქლოროქინს" ვსვამ. კვირა-ნახევარია დღეში თითო აბს ვღებულობ. რისი თქმაც თქვენთვის შემიძლია ისაა, რომ ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატის ჰიდროქსიქლოროქინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა და განაცხადა, რომ მისმა გამოყენებამ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში, შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"