"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს" - კვირის პალიტრა

"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს"

"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, ის მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტი ისეთ ადამიანებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირას იყვნენ.

"ჰიდროქსიქლოროქინზე" ჩატარებული კვლევა ყალბი იყო, მედიკამენტი მძიმე ავადმყოფებსა და მოხუცებზე გამოსცადეს, რომლებიც ასაკისა და გულის პრობლემების გამო დაღუპვის პირს იყვნენ,"- განაცხადა ტრამპმა.

მისივე განმარტებით, "ჰიდროქსიქლოროქინზე" კვლევა ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის საავადმყოფოებში ჩატარდა. "კვლევა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ის ვეტერანების საქმეთა დეპარტამანეტის საავადმყოფოებში ჩატარდა,"- აღნიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირა-ნახევარია რაც პროფილაქტიკის მიზნით მედიკამენტ "ჰიდროქსიქლოროქინის" მიღება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"