"მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება" - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება"

მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა. მისივე თქმით, ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა წელს 5 პროცენტით შემცირდება.

"ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს," - განაცხადა მალპასმა.

ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით "უკიდურესი სიღარიბე" ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.

"ინტერპრესნიუსი"