ახალი ზელანდიის პრემიერი დამსაქმებლებს ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

ახალი ზელანდიის პრემიერი დამსაქმებლებს ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დამსაქმებლებს მოუწოდებს 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ.

მისი თქმით, უფრო ხანგრძლივი დასვენების დღეები, ქვეყნის მოსახლეობას მეტი მოგზაურობის საშუალებას მისცემს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის საზღვები ჩაკეტილია.

"მე მესმის, ბევრი ადამიანი გვთავაზობს გადავიდეთ ოთხდღიან სამუშაო დღეზე. რეალურად ეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთმანეთს შორის უნდა მოაგვარონ. მე მართლა მსურს დამსაქმებლებს ვუთხრა, რომ ეს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა",-აღნიშნა პრემიერმა საკუთარი მანქანიდან ლაივ ჩართვის დროს, როცა ერთ-ერთ ტურისტულ ადგილზე მიემართებოდა.

ცნობისთვის, ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი, გამიკითხვების თანახმად ყველაზე პოპულარული ლიდერია.

"ინტერპრესნიუსი"