ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა - კვირის პალიტრა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ მეზობლობისა და გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, 10 ქვეყნისთვის საგანგებო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

20 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრედიტო პაკეტის მოცულობა სამ მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარება უკავშირდება კოვიდ-19-ით გამოწვეულ პანდემიას.

აღნიშნული კრედიტიდან ყველაზე დიდი მოცულობის თანხას - 1.2 მილიარდ ევროს უკრაინა მიღებს, მეორე ადგილზე ტუნისია - 600 მილიონით. დახმარება გამოეყო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ორ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც 150 მილიონ ევროს მიღებს და მოლდოვას - 100 მილიონი ევრო. ამ პაკეტიდან თანხას მიღებენ დასავლეთ ბალკანების ქვეყნები სერბეთის გარდა.

ბრიუსელს მაკროსაფინანსო დახმარებისთვის მინსკმაც მიმართა. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მზად არიან მინსკისთვის თანხის გამოსაყოფად. თუმცა, ელოდებიან ბელორუსსა და მსოფლიო სავალუტო ფონდს შორის შეთანხმებას.

"ინტერპრესნიუსი"