საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისს გახსნის - კვირის პალიტრა

საბერძნეთი ტურისტულ სეზონს 15 ივნისს გახსნის

15 ივნისიდან საბერძნეთში ტურისტული სეზონი იწყება. ამ დღეს ქვეყანაში სეზონური სასტუმროები ამუშავდება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, პირდაპირი საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან აღდგება. მისივე თქმით, ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს კორონავირუსზე გასინჯავენ. პრემიერის განცხადებით, ჯანმრთელობის ზოგადი პროტოკოლი ყველამ უნდა დაიცვას.

ცნობისთვის, საბერძნეთში კორონავირუსის 2850 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"