ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა? - რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალოდ არის მოთავსებული - კვირის პალიტრა

ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა? - რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალოდ არის მოთავსებული

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამკურნალოდ არის მოთავსებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამედიცინო წრეებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ვარაუდობდნენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მოგვიანებით, მისმა თანაშემწემ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ჩეჩნეთის მეთაური პირადად აკონტროლებს კოვიდ-19-ის შტაბის მუშაობას.

"ინტერპრესნიუსი"