აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს."ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ",-განაცხადა ტრამპმა კომპანია "ფორდის" ქარხანაში სტუმრობის დროს.ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა."ინტერპრესნიუსი"