"კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ"

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს.

"ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ",-განაცხადა ტრამპმა კომპანია "ფორდის" ქარხანაში სტუმრობის დროს.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"