ირანის უზენასი ლიდერი: "ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება"
ირანის უზენასი ლიდერი: "ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება"
"ისლამური რევოლუციის რიჟრაჟმა ირანში პალესტინისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი გახსნა. წინააღმდეგობის ფრონტის გაჩენამ სიონისტურ რეჟიმს პრობლემები შეუქმნა. ღვთის წყალობით, სიონისტური რეჟიმი კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ეს ძალა დღითდღე იზრდება... ისრაელი ვერ გადარჩება და განადგურდება", - წერს ხამენეი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ინფორმაციას Jerusalim Post -ი აქვეყნებს.

ცნობისთვის, იერუსალმში მდინარე იორდანეს ველის ანექსირებისთვის ემზადებიან, რასაც აშშ-მა წვანე შუქი აუნთო. გასული წლის ნოებერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა
წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები