პაკისტანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 107-ვე პირი დაიღუპა
პაკისტანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი 107-ვე პირი დაიღუპა
პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მერის ინფორმაციით, პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლაჰორიდან ყარაჩის მიმართულებით მიფრინავდა, კატასტროფა ცოტა ხნის წინ განიცადა. გავრცელებული ცნობებით, თვითმფრინავში 107 პირი იმყოფებოდა.

ამ დროის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა, როცა აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი
დასახლებულ პუნქტში.

მომხდარს პაკისტანის პრემიერ - მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუწყოვნებლივ დაიწყება გამოიძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს",-წერს პრემიერი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები