"ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა"
"ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა"
ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგაფულის თქმით, ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა. "ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, განცხადებამდე, პრეზიდენტმა კრიტიკოსებს ბრძოლა გამოუცხადა. ყველა, ვინც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე საუბრობდა ან მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებდა, დააპატიმრეს ან დააჯარიმეს. ოპოზიციონერი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მათი ტელეფონები მუდმივად ისმინება.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ტანზანიაში კორონავირუსის 509 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 21 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მედია აღნიშნულ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს. მათი ცნობით, რამდენიმე დღის წინ ტანზანიიდან მეზობელ კენიაში გადასულ სატვირთოს 50
მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები