"ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა" - კვირის პალიტრა

"ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა"

ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგაფულის თქმით, ქვეყანამ კორონავირუსი ლოცვის ძალით დაამარცხა. "ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, განცხადებამდე, პრეზიდენტმა კრიტიკოსებს ბრძოლა გამოუცხადა. ყველა, ვინც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე საუბრობდა ან მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებდა, დააპატიმრეს ან დააჯარიმეს. ოპოზიციონერი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მათი ტელეფონები მუდმივად ისმინება.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ტანზანიაში კორონავირუსის 509 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 21 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მედია აღნიშნულ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებს. მათი ცნობით, რამდენიმე დღის წინ ტანზანიიდან მეზობელ კენიაში გადასულ სატვირთოს 50 მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა.

"ინტერპრესნიუსი"