პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC? - კვირის პალიტრა

პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი გადარჩა - რა ინფორმაციას ავრცელებს BBC?

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 გადარჩენილის შესახებ. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მომხდარს პაკისტანის პრემიერ - მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“,-წერს პრემიერი "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"